Friday, February 6, 2009

ELY (Eurasian LaboratorY)




გაკვეთილი N 1




ლაბორატორია არის არტ ჯგუფი უფრო სწორად ტუსოვკა. მოღვაწეობს არტში ასებულ თითქმის ყველა დარგში და + იგონებს ახალებს. მისი თეორია დამყარებულია ევრაზიულ სინთეზზე, პოსტაპოკალიპურ სამყაროსა და ჭკვიან ნარკოტიკებზე. და დაიმახსოვრე ეს მხოლოდ შესავალია!!!




პროგრამული უზრუნველყოფა #2013 - Z0mb!




1. ოდესღაც ჩვენზე ყველაზე – ცდებს ატარებდნენ. შემდეგ ექიმები გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. და ჩვენ დავრჩით მარტო. ჯერ გაუგებარია ექიმები მართლა გადაშენდნენ რაღაც შეცდომის შედეგად თუ ეს მათი მორიგი ხრიკი და ექსპერიმენტია. ასეა თუ ისე, ჩვენ _ პაციენტები დავეუფლეთ მიტოვებულ ლაბორატორიას და ვაგრძელებთ დაწყებულ ექსპერიმენტებს.

2. თავისუფალი შემოქმედება და შეუზღუდავი ექსპერიმენტები _ ლაბორატორიის პაციენტთა მთავარი კრედოა. ლაბორატორია მზადაა სამუშაო რეჟიმი დაიცვას პოსტაპოკალიფსურ სისტემაში. ლაბორატორია იკვლევს ინდივიდის და თანამედროვეობის ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს და რეალობის გვირაბებს. ლაბორატორია იკვლევს რეალობის კონსტრუირების და დეკონსტრუქციის ხერხებს. ლაბორატორიას აინტერესებს:შიზოფრენია, აუტიზმი, ბირთვული განთიადები, კოსმოსური მიგრაცია, ევთანაზია, მარტოობა, ნარკოტიკები, კონსპიროლოგიური და პარანოიდული თეორიები, კიბერსივრცის პერსპექტივები, მესამე სამყაროს აჯანყება, ემბრიონალური სიზმრები, კომა, ადამიანის პოსტბიოლოგიური შესაძლებლობები, ტოტალიტარიზმი...ლაბორატორიამ იცის რომ თქვენ შიგ გაქვთ.. კი!

3. მიტოვებული ლაბორატორიის პაციენტები იკვებებიან ფუტურიზმის ყვითელი, დადას წითელი და სიტუაციონიზმის შინდისფერი აბებით. სწავლობენ და ავრცელებენ ფსიქოდელიის წმინდა პაციენტთა ექსპერიმენტების შედეგებს და გამოცდილებას. ჩვენ გვიყვარს რიჩარდ ლინკლეიტერი, სექსი, არასწორი ფილმები, პოსტმოდერნული გოგოები და საბჭოთა ექსპერიმენტის ყველაზე დატაბლეტებული ფილმი _ ქინძაძა.ლაბორატორიის მიზნებში შედის:
1) S.M.I (2).L.E. და D.I.Y. პრინციპების დამკვიდრება
2) უამრავი აქცია, კონცერტი და გამოყვანილი მედია-ვირუსების გავრცელება (მათ შორის აქცია ჯერარდაბადებული პირველი ქართველი კოსმონავტის მხარდასაჭერად, ფსიქოგეოგრაფიული ლაშქრობები და კონცერტები ქართული (და არამარტო ქართული) ანდერგრაუნდ ჯგუფების მონაწილეობით)
3) ალტერნატიული ონფორმაციული ნაკადის ჩამოყალიბება _ჟურნალი, ფორუმები, საიტი, ხმისჩამწერი სტუდია, რადიო და სხვა.
4) ექსპერიმენტები ცივილიზაციის ონტოლოგიურ საფუძვლებზე, ექსპერიმენტები კულტურის ისეთ ძირითად კოდებთან, როგორიცაა: კლასიკური ფიზიკა, ოჯახი, მორალი, ეკონომიკა, ტაბუ, ხელოვნება, რელიგია, სამართალი... ლაბორატორიას აქვს ამბიცია იყოს ტოტალური. ლაბორატორია _ ანტონენ არტოს სისასტიკის თეატრია. ლაბორატორია საშოა, რომელშიც პროგრესული მუტაციები მწიფდებიან. ლაბორატორიას ყლეზე კიდია ვანო მერაბიშვილი, ლაბორატორია ითხოვს ლეგალიზაციას.

4. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ანდერგრაუნდშია. ჩვენ ჯერ კიდევ 20წლისები ვართ და უკვე გამოვიარეთ ომი, შიში, სიბნელე, სიცივე, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, დაკარგული ახლობლები და სახელმწიფოს აშენების სამი უშედეგო ცდა-ექსპერიმენტი.ჩვენ ჯერ კიდევ 20წლისები ვართ, მაგრამ უკვე დაგვიგროვდა საკმარისი სიძულვილი, უნდობლობა და სითბოს სიყვარული, რომ ვიცეკვოთ ნანგრევებზე.ჩვენ არ ველაპარაკებით ჩვენს ქვეყანას _ ჩვენ ველაპარაკებით მთელს პლანეტას.

ახლა _ მომავალი ომების და კოსმოსური მიგრაციების მოლოდინში _ ჩვენ პაციენტები საკუთარ თავზე ვიღებთ ლაბორატორიას, ვინაიდან არ არიან ექიმები.ჩვენ გვწამს, რომ მომავლის რელიგია _ კოსმოსური რელიგიაა. (ენტროპიული, სიტუაციური, დაუდგრომელი, დოგმებისა და ქურუმების გარეშე)პიროვნებას ქვეყნებსა და პოლიტიკაზე წინ ვაყენებთ.პიროვნება _ შიშია. პიროვნება _ პროექტია.პიროვნება არის ის ვინც სადგური დაიპყრო და ირჩევს დააჭიროს თუ არა თითი ატომური ბომბის გამშვებ წითელ ღილაკს.
ეს ორგაზმულ-ეგზისტენციალური მიდგომაა.






აქ ნახეთ ევრაზიული ლაბორატორიის პირველი ინტერნეტ-დემო "სბორნიკი" Guerilla POP.
http://gol.ge/index.php?cat=music&details=5498 .
აქ ნახეთ ზომბის ბლოგი

აქ ფილმი " პოეზიაპოზა " BeskA

აქ ივენთ "გეომეტრიის" პირველიhttpv://www.youtube.com/watch?v=7mrhDWO1JuI და მეორე httpv://www.youtube.com/watch?v=e2WQxz7cLcE ნაწილი.

აქ mK-ultra-ს დედისმტყნელი ბლოგი და ტექსტები
http://rel0ad.blogspot.com/

აქ კი ინტერვიუ ევრაზიულ ლაბორატორიასთან

აქ ტაბას ნახატები და ბლოგი




... და მოემზადე ომისთვის (მეორე გაკვეთილზე მასალა გაიზრდება!)

No comments:

Post a Comment