Sunday, February 15, 2009

ამორალი / წერილი


წევრები: გია თოიძე / ლევან სვანიძე (ამჟამად ჯგუფს ეხმარება კოტე კალანდაძეც)


90-იანი თბილისის წარმომადგენლები ( ნუ როგორც ვიცი ჯგუფი არსებობბს1995 წლიდან ). მუსიკა უფრო პოსტ პანკისკენ იხრება. ჩემთვის პირადად უფრო საინტერესო ჯგუფის მოღვაწეობის პირველი ეტაპია, ამიტომ ზუსტად მასზე შევჩერდები ( თუმცა კარგია რომ ჯგუფი დღემდე აგრძელებს მუშაობას). ეს ალბომი ჩაწერილია ამორალის სახელით (დღეს ჯგუფს წერილი ქვია), დაახლოებით 1996 წელს და ჩემი აზრით ერთი ერთზე აღწერს მაშინ არსებულ მდგომარეობას. სიმღერაზე მიწის ქვეშ არის გადაღებული კლიპიც. მთლიანად ალბომი ერთნაირად ძლიერი ტრეკებით არის დაკომპლექტებული.


რაც შეიძლება ითქვას დღევანდელ წერილზე მათ 3 წლის წინ გამოუშვეს ალბომი "სხივი "და ეხლა არიან მუშაობის პროცესში ახალ ალბომზე.

ამორალის 1996 წლის ალბომი აქ
http://www.link.ge/file/213771/Amorali--dzveli-veshebi-.rar.html
ალბომის ტრეკ ლისტი :

*კლდის პირას
*იცეკვე ჩემთან
*მეზობლებს სძინავთ
*მიწის ქვეშ
*მითხარი სად ხარ
*მომეცი წვიმა
*უძირო გზა
*ვქრები

No comments:

Post a Comment