Friday, February 6, 2009

რუბრიკა "contrAlive" / გადაცემისთვის "ჩვენი ექსპრესი" -- Urban Skyz 5iles (Z0mb!)


რუბრიკა "contrAlive" მზადდება გადაცემისთვის "ჩვენი ექსპრესი" , და შეიძლება ითქვას დღესდღეისობით ერთადერთია ვინც აშუქებს ქართულ, ხაზს ვუსვავ, ექსპერიმენტულ მუსიკას. აკეთებს ტელე-ვიდეო კლიპებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. პროექტი წინა წლის აპრილში დაიწყო და დღემდე მასში დაახლოებით 8 ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. რუბრიკაზე საუბარს შემდეგშიც გავაგრძელებთ ვინაიდან პროექტი ისევ გრძელდება. რაც შეეხება გადაცემა "ჩვენ ექსპრესს" მას აუცილებლად შევეხები უფრო ვრცლად. ჯერჯერობით მარტო youtube-ს ლინკებს შემოგთავაზებთ (შემდეგში უკეთესი ხარისხით აუცილებლად ავტვირთავ).


Urban Skyz 5iles - zombi- ს სოლო პროექტია რომელიც ასევე არის ჯგუფების Kung Fu Junkie, EvA, who the FUCK is jack bouer ( ამ ჯგუფებს შემდეგში უფრო ვრცლად შევეხებით) წევრი . თუმცა არ შემოიფარგლება მარტო მუსიკით და სხვა ბევრ კარგ რამეებსაც აკეთებს დაწყებული ესებით დამთავრებული მაგარი ბლგით. არის არტ ჯგუფ "ლაბორატორიის" ერთერთი ფუძემდებელი და მისი კონცეპციის ავტორი.


აქ ნახეთ ზომბის ბლოგი

ხოლო აქ Kung Fu Junkie- ს myspace

აქ კიდევ ნახეთ ესეები

სულ ბოლოს კი ვიდეო "contrAlive"სთვის


Urban Skyz 5iles ( Z0mb! ) - Mr. Policeman

video by BeskA

No comments:

Post a Comment