Wednesday, April 29, 2009

Junkie Christmas

მოკლედ ფ.კოპოლას გადაღებული ძალიან მაგარი მულტფილმი "Junkie Christmas" ვილიამ ბეროუზის სცენარით (ტექსტს მულტფილმშიც ეს უკანასკნელი კითხულობს). მოკლედ ძალიან კეთილი ნარკომანის თავგადასავალი, რომელიც საშობაოდ დოზაზე ჩალიჩობს.

http://www.link.ge/file/242841/-s-Christmas.avi.html

Sunday, April 26, 2009

Heart of America (ამერიკის გული)






ამ ფილმს 2002 ში ვუყურე და იმის მერე ვეძებდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა არ მაპოვნინა. მოკლედ რამდენიმე დღის წინ გადმოვწერე.ჩემი აზრით ამ ფილმს უნდა უყუროს ყველა 10-11 კლასის მოსწავლემ , და თუ უფრო პატარებიც უყურებენ ძაან კარგი იქნება. ფილმი კოლუმბიანაში (აშშ) განვითარებული რეალური მოვლენა უდევს საფუძვლად, როცა ორმა სკოლის მოსწავლემ დახოცეს უამრავი თანასკოლელი.
ამ ფაქტზე კიდევ გადაღებულია ძალიან ცნობილი ფილმი "სპილო"... თუმცა ეს უკანასკნელი ჩამი აზრით ახლოსაც ვერ მივა "ამერიკის გულთან". ფილმისბოლოს არის ძაან საინტერესო შემთხვევები ჩამოთვლილი :)

მოკლედ პრიატნავა პრასმოტრა :)

Monday, April 20, 2009

ძებნილი

მოკლედ ქუთაისური რეპ ჯგუფი. ძალიან კარგ ჯიგრულ ევრაზიულ რეპს აკეთებდნენ თავის დროზე. არსებობს ჯგუფი თუ არ ვცდები 1995 წლიდან. პროექტის ავტორი და შემქმნელია "შავი პრინცი" იგივე შურიკა , რომელსაც მანამდე ბევრ სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად ქონდა პროექტი , მათ შორის ბაჯუსთან. სხვათაშორის ზემოხსენებული პროექტი ძაან საინტერესოა (ნეტა რაზე იჯდნენ მაშინ? :P). ძებნილში სხვადასხვა დროს სხვადასხვა წევრები იყვნენ. ფრედი, სერგო, მასტი, სმოკი, (ამ ორი უკანასკნელის ნამდვილი სახელი არ ვიცი ). 2000 წლამდე ძაან ბევრი საინტერესო ტრეკი ჩაწერეს .. და ამ პერიოდში ჩაიწერა კიდეც ალბომი "დაამტვრიე როკი", რომელიცჩემი აზრით ქართული რეპში ერთადერთი ნათელი წერტილია. ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა ტრეკ "ჩემი ძმების" მერე .. და პოპულარობის აწევავსთან ერთად შემოქმედება უკან წავიდა :). ბოლოს რაღაც მოხდა და "შავი პრნცი " ჯგუფიდან წავიდა.აქ დავდებ 2002 წლის ალბომს (ბოლო ნორმალური ალბომი ამ ჯგუფის ჩემი აზრით) "იძებნება შავი პრინცი", სადაც არის შესული ძველი და საკმაოდ საინტერესო და კარგი ტრეკები: "შიმშილი" , "მგზავრი" , "გიჟთან გიჟი" და ა.შ. ასევე ამ ალბომში შედის იმ დროს ძაან გაჰიტებული ტრეკი "შენ ხარ კენტი" :). მოკლედ გადმოწერეთ და ნახეთ :)

ძებნილი - იძებნება შავი პრინცი

http://www.link.ge/file/239223/zebnili.rar.html


ტრეკლისტი:

*ინტრო
*ქუჩის ბიჭი
*შიმშილი
*შავი პრინცი
*ბაბე
*გიჟთან გიჟი
*ბაბე(remiX)
*შენ ხარ კენტე(FT გუჩი)
*მოდი გოგო(FT გუჩი)
*ყავისფერი მეგობრები
*მგზავრი(remiX)