ეს არის შესავალი ... წაიკითხეთ და მერე უყურეთ ! მატრიცა - ამ ფილმზე ბევრ ახსნა განმარტებას არ გავაკეთებ, ისედაც ფაქტია რომ უძლიერესია. ის 21 საუკინის ბიბლიაა - ავტომატიანი ღმერთით. რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ სტატია - შესავალს ... ეს არის წიგნიდან Taking the Red Pill: Science, Philosophy and Religion in The Matrix, რომელიც თავის მხრივ უამრავი მეცნიერის, ფილოსოფოსის და sci-fi-ში გარკვეული ხალხის მიერ დაწერილი ესეებითაა შედგენილი. ის წიგნად შეკრიბა და გამოსცა Glenn Yeffeth - მა. წიგნი პირველი მატრიცის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა ... ასე რომ მთლიანად მასზეა აგებული. მასში შეხვდებით საოცარ და ძალიან გასულ თეორიებს. ქვემოთ მოყვანილი სტატია წიგნის ბოლოსაა მოთავსებული , ეს თარგმანი არ არის სრული (გამოტოვებული არის უმნიშვნელო ადგილები) , ის წარმოადგენს ერთგვარ მატრიცის განმარტებით ლექსიკონს. მოკლედ გაიგებთ თუ რამდენი რამე იქნა გათვალიწინებული ფილმის შექმნისას და რამდენი რამე უბრალოდ სასაცილოდ დაემთხვა.
101 -- ნეოს ბინის ნომერი. ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ნომერი ბინარული კოდითაა წარმოდგენილი.
1313 -- ამ ნომრით იყო აღნიშნული სასტუმრო "ლაფაიეტის" ოთახი სადაც ნეო პირველად შეხვდა მორფეუსს და აირჩია წითელი აბი. რიცხვი 13 მიანიშნებს თუ არა ის უიღბლობაზე?
303 -- ოთახის ნომერი რომელშიც იმყოფება ტრინიტი ფილმის დასაწყისში. ის ესაუბრება საიფერს, ტრინიტი არის რიცხვი 3-ის აღმნიშვნელი, საიფერი ნიშნავს 0-ს, აქედან გვაქვს ციფრი 303. აგენტი სმიტი ამავე ოთახში კლავს ნეოს, შეიძლება ვიფიქროთ რომ აქ მინიშნებაა ასევე იმ 3 დღეზე რომელიც გავიდა ქრისტეს სიკვდილიდან მის აღდგომამდე. თუმცაღა ნეოს სულ რაღაც 3 წამი დასჭირდა "აღდგომისთვის" .
აგენტები (სმიტი, ბრაუნი, ჯონსი) -- მორფეუსის სიტყვებით: მატრიცაში ისინი არიან "ყველანი" და ამავდროულად "არავინ". აგენტების გვარებიც მიანისნებენ ანონიმურობაზე, ისინი თავისუფლად მოძრაობენ მატრიცის ფარგლებში, მათი შემჩნევა ძნელია ცვალებადი ბუნების გამო. აქედან გამომდინარე მატრიცის ნებისმიერი წარმომადგენელი საფრთხეს წარმოადგენს.
ალისა საოცრებათა ქვეყანაში -- ნეო უმწიკვლო ალისას უფრო თანამედროვე უFრო სექსუალური ვერსიაა; როდესაც ის კურდღლის სოროში ჩავარდება, აღმოაჩენს მწარე რეალობას და არა საოცრებათა ქვეყანას. რათქმაუნდა "მატრიცა" უკუღმა ცვლის "ალისას" პარადიგმას. ფილმში რეალური სამყარო წარმოსახვითია, ხოლო რეალობა კი- საოცრებათა ქვეყანა.
გამოქვაბულის ალეგორია -- პლატონის მეტაფორა. მან ადამიანები აღწერა როგორც გამოქვაბულში ჩაკეტილი ტყვეები, რომლებიც უყურებენ ჩრდილებს კედლებზე და თვლიან რომ ისინი რეალურები არიან, რადგან ვერ ხედავენ თოჯინებს რომლებიც მათ ირეკლავენ. სანამ ნეომ არ მიიღო წითელი აბი ის ვერ ხედავდა მატრიცას. ფილმის ბოლოს ნეო ხედავს მწვანე ციფრებისგან შემდგარ კოდს რომლისგანაც შედგება მატრიცის ყოველი მკვიდრი და საგანი. ეს არის კარგად დახვეწილი "თოჯინების წარმოდგენა" რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს.
ანალოგური ციფრულის წინააღმდეგ -- სამყაროში სადაც ხელოვნური ინტელექტი ახორციელებს ციფრულ კონტროლს, ანალოგური მოწყობილობები არის გადარჩენის ერთადერთი გზა ამბოხებულთათვის. როგორც ჩანს აგენტებს შეუძლიათ შეცვალონ საგანთა უმეტესობა მატრიცაში, თუმცა ძველ ტელეფონებს ისინი ხელს არ ახლებენ (ნომინალურად ტელეფონი არის ანალოგური მოწყობილობა, თუმცა ფაქტიურად ციფრული, როგორც ყველა საგანი მატრიცაში). აგენტებს შეუძლიათ ამოქოლონ ოთახი აგურებით და შეცვალონ ფაქტიურად ყველა ობიექტი მატრიცაში, მაგრამ სატელეფონო ხაზები მათ ფიზიკურად უნდა გაანადგურონ.
ანდერსონი -- ინგლისური გვარი. იშიფრება როგორც "ენდრუს შვილი". სახელი ენდრუ მოდის ბერძნული "ანდრეასიდან", რომელიც ითარგმნება როგორც "ადამიანი". "ადამიანის შვილი" არის ეპითეტი , რომელიც ძალიან მოსწონდა ქრისტეს. ასევე კავშირი შეიძლება იყოს ამერიკულ ფირმაზე "Anderson Consulting”, რომელიც ცნობილია თავისი კონფორმისტი თანამშრომლებით, მეტსახელად "ანდერსონის ანდროიდები"
ეიპოკი (Apoc) -- პირველი ორი მარცვალი სიტყვა აპოკალიფსის
აპოკალიფსისი -- დედამიწის დაცარიელება და ადამიანების დამონება ხელოვნური ინტელექტის მიერ.
რმაგედონი -- მატრიცაში რჩეულის გამოჩენა ნიშნავს არმაგედონის დასაწყისს, ბრძოლას კეთილსა და ბოროტს, ადამიანებსა და მანქანებს შორის.
საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა ბაზა -- ეს ბაზა გატეხა ტრინიტიმ. ფილმში ბევრი მინიშნებაა "გადასახადების გადახდაზე", მონობის სიმბოლოზე, მოქმედებაზე , რომელიც მატრიცისთვის პროტოტიპულია.
ბატარეები -- მატრიცაში ადამიანები დაყვენილნი არიან უბრალო ბატარეიის სტატუსამდე. მათი ტვინი მიერთებულია ვირტუალურ რეალობასთან; ისინი კაფსულებში წვანან და მათ კვებავენ მანქანები, რომლებიც მათგანვე იკვებებიან.
თეთრი კურდღელი -- ცელქი მღრღნელი რომელმაც ჩაითრია ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
ბიო ელექტროენერგია -- იქმდე სანამ ადამიანები ატმოსფეროს გაანადგურებდნენ ხელოვნური ინტელექტი მზი ენერგიაზე მუშაობდა. ამ ენერგიის წყაროს ლიკვიდციი შემდეგ მოაზროვნე მანქანებმა იპოვეს ენერგიის უკეთესი წყარო - ადამიანები. როგორც მორფეუსი ებნება ნეოს ადამიანები გამოყოფენ ბიოელექტროენერგიას ( ენერგიას რომელსაც გამოიმუშავებს ცოცხალი ქსოვილი) "უფრო მეტს ვიდრე 120 ვოლტიანი ბატარეა"
ბოდრიარი -- ცნობილი ფრანგი პსტმოდერნიზმის თეორიტიკოსი. მისმა რეალობი თეორიებმა სიმულაკრებსა და სიმულაციებზე საფუძველი ჩუყარა ბევრი ფფილმის იდეას. თვითონ ბოდრიარი დამცინავად მოეკიდა "მატრიცას", ის ამბობს რომ ვერცერთი ფილმი ვერშეძლებს მთელი სისრულით გადმოსცეს "სიმულაკრები და სიმულაციის" იდეა და რომ "მატრიცაში" ეს მცდარი მხრიდანაა ნაცვენები.
ვირუსი -- აგენტი სმიტი ადამიანთა მოდგმას აიგივებს არ სხვა ძუძუმწოვრებთან არამედ ვირუსთან; გამოდის რომ ადამიანები არიან ორგანიზმები, რომლებიც მრავლდებიან და ხარჯავენ თავიანთ რესურსებს იმ დონემდე რომ საბოლოოდ იძულებულნი არიან გაანადგურონ რამე.
"გემრიელი ფაფა" -- როდესაც განთავისუფლებული ადამიანები იხსენებენ საჭმელს რომელიც მათ მატრიცაში ჰქონდათ, ისინი არ არიან დარწმუნებლნი რომ ნამდვილად იციან თუ როგორი გემ აქვს ამა თუ იმ საჭმელს. მათ იციან მხოლოდ ის გემო, რომელიც მანქანამ მისცა საკვებს. "იქნებ მანქანები შეცდნენ?"- კითხუობს მაუსი ეს კითხვა შეიძლება დავკავშიროთ მათ მოგონებას ვირტუალურ რეალობაზე, რომლშიც ისინი ადრე იმყოფებოდნენ. მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ როგორი იყო 1999 წელი, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ მანქანები არ შეცდნენ, როდესაც ქმნიდნენ ამ წელს ვირტუალურ სივრცეში. ეს არის უბრალო ილუსტრაცია ბოდრიარის სიმულიაკრების; ის "გემრიელი ფაფა" რასაც ამბოხებულები მათი მოგონებების მიხედვით ჭამდნენ შეიძლება აღმოჩნდეს ასლი, ორიგინალის გარეშე.
მესია -- რჩეული, რომელიც მოდის, რათა იხსნას თავისი ხალხი ბოროტისგან. მოსალოდნელი იყო, რომ ქრისტე იმოქმედებდა ხმლით. მისი მიდგომა ამ საკითხისადმი ფრაზით: "გიყვარდეს მტერი შენი", ხოლო შემდეგ წამებითა და აღდგომით - აბსოლიტურად განსხვავდება ძლევამოსილი ღმერთისგან, რომლის მოსვლაც ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში. მორფეუსის გადარჩენა ნეოს მიერ, განხორციელებული ძალადობით და სისხლით უფრო ზუსტად ასახავს იმას რასაც ებრაელები ელოდნენ თავიანთი მესიისგან.
მწვანე -- ეს ფერი ჩანს იმ კადრებში სადაც მოქმედება მატრიცაში ხდება; ფილმის ოპერატორები ამ კადრების გადაღების დროს იყენებდნენ მწვანე ფილტრს და სპეციალურად შერჩეულ ფირებს, რათა მიეცათ მწვანე ელფერი ოთახებისთვის (მაგალითად, ტომას ანდერსონის ოფისი). ნამდვილი მიზეზი ამისა არის ის, რომ მწვამნე ფერი ვაჩოვსკებს აგონებთ ძველი კომპიუტერების ფორსფორულ-მწვანე ეკრანებს.
სარკე სათვალეები -- მატრიცაში ყოფნისას აგენტებს და ამბოხებულებს სარკე-სათვალეები უკეთიათ. მატრიცაში გვხვდება რამდენიმე სარკე, რომელიც გვახსენებს, რომ ნეო "სარკეში გაიარა" და აღმოაჩინა რეალობა საოცრებათა ქვეყნის მაგივრად.
რჩეული -- კაცობრიობის მხსნელი, რომლიც გამოჩენაც იწინასწარმეტყველეს.
იოანე ნათლისმცემელი -- ეს ბიბლიური პერსონაჟი წინ უსწრებს ქრისტეს გამოჩენას; იოანემ აცნობა მესიის მოსვლა მთელ იუდეას, მოამზადა გზა ქრისტესათვის. მორფეუსი იოანეს ფუტურისტული ვერსიაა. მისი რწმენა ნეოსადმი ქმნის ფილმში ინტრიგას და საბოლოოდ ეხმარება ნეოს აღმოაჩინოს თავის თავში ძალა, რომელიც მას მატრიცას დაამორჩილებინებს.
ხელოვნური ინტელექტი -- მანქანები, რომლებსაც შეუძლიათ აზროვნება და წარმოება იმის, რაც სცილდება ადამიანების მიერ მათში ჩადებულ პროგრამებს. მოაზროვნე მანქანები ისევე ფიქრობენ, როგორც ადამიანები - ერთმანეთისაგან მათ მხოლოდ ფიზიოლოგიური აგებულება ანსხვავებთ. ადამიანები ორგანული არსებები არიან, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მექანიკური. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მომავალი.
ჭეშმარიტება -- ეს არ არის ის რაც შეიძლება დაადგინო გრძნობათა ორგანოებით, მაგრამ თუ ასეა საიდან იცის ნეო, რომ ის ჯოჯოხეთური სამყარო სადაც მატრიციდან მოხვდა არ არის კიდევ ერთი მატრიცა? თუ არ შეგიძლია გრძნობებზე დაყრდნობა, როგორც შეიძლება საერთოდ რამე იცოდე?
კაფსულა -- ნეომ უნდა მიიღოს წითელი კაფსულა (აბი), რათა აღმოაჩინოს რომ ის უბრალოდ სხეულია მოთავსებული კაფსულაში, რომ ის კვებავს მანქანებს თავისი ენერგიით.
კომიქსები -- მატრიცა თავიდან კომიქსების სახით უნდა გამოსულიყო, ხოლო შემდეგ ოპერატორმა ისე გადაიღო ფილმის ყოველი კადრი, რომ ფირის ნებისმიერ მომენტში გაჩერებიისას დაინახავთ სურათს, რომელიც თითოს კომიქსიდანაა ამოღებული. ვაჩოვსკებმა ფილმ ის ვერსის კომიქსის სახით მოამზადეს, რათა სტუდიაში ფილმი მასთან შეედარებინათ.
კონსტრუქტი -- მატრიცა არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ერთი დიდი კონსტრუქცია. ჩვეულებრივ კონსტრუქტი აღიქმება, როგორც "ბუნებრივი", თუმცა სინამდვილეში ის აგებულია ვინმეს ან რაიმეს მიერ - იქნება ეს საზოგადოება, დესპოტური პატრიარქალური ძალაუფლება თუ ბოროტი მანქანები.
კოპერტოპი -- დურასელის ბატარეა ან 2199 წლის დროინდელი ადამიანის ნიმუში. ნეოსთან შეხვედრამდე სვიჩი მას კოპერტოპს უწოდებს, რადგან იგი ჯერ კიდევ კვებავს მანქანას თავისი ენერგიით.
წითელი აბი -- გადაყლაპე ის და ჩაეშვი შოკისმომგვრელი რეალობის სიღრმეებში.
კურდღლის სორო -- კიდევ ერთი მინიშნება "საოცრებთა ქვეყანაზე".
კაბინების ლაბირინთი -- ტომას ანდერსონი მატრიცაში ყოფნის დროს მუშაობს კორპორაციულ სისტემაში. კომპანია, რომელშიც ისაა დასაქმებული - არის მეტაფორა, რომლეიც ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის კონტროლს, მონობას. მატრიცასთან ერთად ადამიანის მუშაობა დეკონსტრუირდება მრავალ პოპულარულ ფილმში: "სამუშაო ადგილი", "ამერიკული სილამაზე", "მებრძოლთა კლუბი" და ა.შ. ამ ფილმებმა სხვებთან ერთად ეჭვ ქვეშ დააყენეს "ყავის ავტომატის" კულტურის სტატუს-კვო. იმის იდეას, რომ ადამიანები ფლანგავენ ცხოვრებნას სერ ოთახებში, კომპიუტერის ეკრანებთან, ამ ფილმების პერსონაჟები საზოგადოდ მიღებული ნორმების წინააღმდეგ მიყავთ.
ბიჭი კოვზით -- ბიჭი, რომელიც ძალიან გავს ბუდისტს; სხვა ბავშვებთან ერთად ის პიფიასთან სწავლობს თუ როგორუნდა დაიმორჩილოს მატრიცა. ის ამბობს: "კოვზი არ არსებობს . . . ის კი არ იღუნება არამედ შენ." ეს უკავშირდება ძენის ერთერთ კოა-ნუს: "ორი ბერი ქარში მოფრიალე ტაძრის დროშაზე დაობდა. ერთმა თქვა, რომ დროშა მოძრაობს. მეორემ თქვა, რომ ქარი მოძრაობს. ისინი კამათობდნენ და დასკვნამდე ვერ მივიდნენ. ხუინენმა, მეექვსე პატრიარქმა, თქვა: "ო, მოდავენო! არც დროშა მოძრაობს და არც ქარი. ეს თქვენი ტვინი მოძრაობს."
მარკ 3 #11 -- "ნაბუქოდონოსორის" მოდელი და რიგითი ნომერი. მეფე იაკობის ბიბლიაში ნათქვამია: "და უწმინდური სულები დაემხობიან მის წინაშე და იტყვიან: შენ ხარ ძე ღვთისა." როგორც ჩანს თავად "ნაბუქოდონოსორი" ამბობს, რომ ნეო რჩეულია.
მატრიცა -- "სამყარო, რომელიც თვალებზე აგაფარეს."
მესია -- რჩეული, რომელიც მოდის, რათა იხსნას თავისი ხალხი ბოროტისგან. მოსალოდნელი იყო, რომ ქრისტე იმოქმედებდა ხმლით. მისი მიდგომა ამ საკითხისადმი ფრაზით: "გიყვარდეს მტერი შენი", ხოლო შემდეგ წამებითა და აღდგომით - აბსოლიტურად განსხვავდება ძლევამოსილი ღმერთისგან, რომლის მოსვლაც ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში. მორფეუსის გადარჩენა ნეოს მიერ, განხორციელებული ძალადობით და სისხლით უფრო ზუსტად ასახავს იმას რასაც ებრაელები ელოდნენ თავიანთი მესიისგან.
მეტა კორტექსი -- კომპანია, რომლელიც მუშაობს კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე და რომელშიც მუშაობს ნეო. ვაჩოვსკებმა თავი აარიდეს საჩივარს სასამართლოში, იმით, რომ კორპორაციის სახელწოდებას მეტა დაუმატეს. კოტექსი სინამდვილეში არსებული კომპანიაა, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებს აწარმოებს.
ტვინის ტყ***ნა -- საიფერი იყენებს ამ ფრაზას, როდესაც თავის აზრს გამოთქვამს ნეოს ღვთიურ ბედზე.
მორფეუსი -- იოანე ნათლისმცემელი. თეთრი კურდღელი, რომელსაც ნეო მიყავს აოცრებთა ქვეყნის საპირისპირო სამყაროში. მორფეუსი - ესაა სიზმრების ღმერთი, ოვიდიუსის ეპიკურ პოემაში "მეტამორფოზები". "to morph" ნიშნავს რაღაცის შეცვლას და მორფეუსიც სწორედ ამითაა დაკავებული.
აღდგომა -- ქრისტიანული რწმენის საფუძველი; ქრისტეს აღდგომა ამტკიცებს რომ ის არის მესია, რომლის მოსვლაც იწინასწარმეტყველეს. ზუსტად ასევე აღდგომა ნეოსთვის აუცილებელია, რათა გახდეს რჩეული.
ჰონკონგის კინემატოგრაფი -- თავისებური გადაღების სტილი, რომელიც დაიბადა ჰონკონგში. როდესაც კინგ-ფუ პირველად გამოჩნდა ჰოლივუდში, ამერიკამ შეიყვარ ის. ბრძოლის სცენები აღმოსალურ სტილში არ გავდა არაფერს, რაც აქამდე ნაცნობი იყო ამერიკელებისთვის. ვაჩოვსკებმა ჩართეს ფილმი კუნგ-ფუს სცენები და დაუმატეს მათ მფრინავი ტყვიის გადაღების ტექნოლოგია.
მოტელი "ჰარტ ო" (“heart”-გული) -- ამ მოტელში გენტმა სმიტმა ნეოს ესროლა... გულში (:P)
"სახლში გაზრდილი" ადამიანები (home-grown human) -- ისინი ამაყობენ რომ არ არიან ხელოვნური ინტელექტის "მოსავალი".მათ არ აქვთ საშუალება მატრიცასთან მიერთების, ისინი ასრულებენ ოპერატორთა როლს ამბოხებულთა და სიონის მცხოვრებთათვის. მათი არსებობა არი იმედის სიმბოლო აცობრიობისთვის, მატრიცის გარეთ.
ნაბუქოდონოსორი -- ძველი ხომალდი, რომლის მეშვეობითაც გადაადგილდება მორფეუსის გუნდი. ითვლება რომ მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააშენადაკიდებული ბაღები ბაბილონში. მან ასევე გაძარცვა და გაანადგურა პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ბიბლიაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მეფე ნაბუქოდონოსორს მისი სიზმრების გამო ენიჭება; წინასწარმეტყველი დანილი ხსნიდა მეფის სიზმრებს. ამ სიზმრების ახსნამ წარმოშვა წინასწარმეტყველებათა რიგი, რომლებშიც ფიგურირებდა მესიის გამოჩენა. ეს სახელი მართლაც ზედგამოჭრილია ამბოხებულთა ხომალდისთვის, რადგან მორფეუსმა სწორედ მესიის ძებნას მიუძღვნა მთელი სიცოცხლე.
ნაბუქოდონოსორი -- ძველი ხომალდი, რომლის მეშვეობითაც გადაადგილდება მორფეუსის გუნდი. ითვლება რომ მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააშენადაკიდებული ბაღები ბაბილონში. მან ასევე გაძარცვა და გაანადგურა პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ბიბლიაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მეფე ნაბუქოდონოსორს მისი სიზმრების გამო ენიჭება; წინასწარმეტყველი დანილი ხსნიდა მეფის სიზმრებს. ამ სიზმრების ახსნამ წარმოშვა წინასწარმეტყველებათა რიგი, რომლებშიც ფიგურირებდა მესიის გამოჩენა. ეს სახელი მართლაც ზედგამოჭრილია ამბოხებულთა ხომალდისთვის, რადგან მორფეუსმა სწორედ მესიის ძებნას მიუძღვნა მთელი სიცოცხლე.
ნეირომანტი -- უილიამ გიბსონის კიბერპანკ რომანი ; მასში გამოყენებულია სიტყვა "მატრიცა" რტული კომპიუტერული ქსელის აღსანიშნავად.
ნეო -- one-ს ანაგრამა; ბერძნული პრეფიქსი, რომელიც შეესატყვისება სიტყვა "ახალს"; ტომას ანდერსონის ნიკი, რომელიც მის ნამდვილ სახელად იქცევა , როდესაც ის აღმოაჩენს რომ რჩეულია.
კურდღელის ღამე -- საშინელებათა ფილმი, რომელიც ტელევიზიით გადის პიფიასთან სტუმრობის დროს. ფილმში ფიგურირებს ბევრი თეთრი კურდღელი.
სადილი ბიფშტექსით -- 30 ვერცხლი 2199 წლის ვერსიით.
პარტონეგენეზი (უბიწო ჩასახვა) -- რაღაც ვარიანტში ნეო არის პარტენოგენეზის შედეგი, თუმცა მისი დედა გახდა მანქანა და არა უბიწო ქალწული.
სააღდგომო დასვენების დღეები -- იმის შემდეგ რაც ქრისტე ჯვარს აცვეს პარასკევს, ის კვირას აღდგა. ქრისტიანები ამ ტრიუმფალურ გამარჯვებას სიკვდილზე აღნიშნავენ სააღდგომო დღესასწაულისას. ფილმში დიდი რაოდენობითაა ჩადებული ქრისტიანული მითოლოგია , ამიტომ გასაკვირი არც არის , რომ "მატრიცა" კინოთეატრებში ზუსტად სააღდგომო დღესასწაულისას გამოვიდა.
პიფია -- საყვარელი მოხცი, რომელიც გვაგონებს კეთილ ბებოს. მას უყვარს ორცხობილების ცხობა და მომავლის წინასწარმეტყველება.
შეიცან თავი შენი -- წარწერა ლათინურად პიფიას სამზარეულოში.
გასხივოსნება -- სულიერი ან ინტელექტუალური სრულყოფილება, რომელსაც აღწევს ადამიანი. გასხივოსნების არსი სხვადასხვანაირად განისაზღვრება : XVIII ს-ის განმანათებლები (რუსო, ვოლტერი) ეძებდნენ ცოდნას რაციონალური აზროვნების მეშვეობით; ბუდისტები ნირვანისაკენ მიისწრაფვიან; ნეო ცდილობდა აეხსნა რეალობის ნამდვილი ბუნება.
რეალობის უდაბნო -- კონცეფცია ბოდრიარის წიგნიდან "სიმულაკრები და სიმულაცია". ის ვინც ცხოვრობს რეალობის უდაბნოში, არსებობს რუკაზე და არა იმ ადგილზე რომელიც ამ რუკაზეა მოთავსებული. ის რაც ითვლება რეალობად სინამდვილეში არის ასლი, ორიგინალის გარეშე.
მოაზროვნე პროგრამები -- "მათ შეუძლიათ შევიდნენ ან გამოვიდნენ პროგრამული უზრუნველყოფიდან, თუმცა ისინი ჩართული არიან თავიანთ სისტემაში." ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ არის მატრიცისგან გამორთული არის პოტენციური აგენტი. მორფეუსი ეფექტურად აჩვენებს ამას სასწავლო პრგრამაში, როდესაც ქალი წითელ კაბაში იქცევა აგენტ სმიტად.
კიბო-- აგენტი სმიტი კაცობრიობას ადარებს სიმსივნეს, რომელიც პლანეტას ხრავს. ამ სცენაში სმიტი თითქმის ადამიანურ გრძნობებს გამოხატავს, მაგ: ზიზღს და სიძულვილს ადამიანების მიმართ. სმიტს სურს მიიღოს სიონის სმიტს სურს მიიღოს სიონის კოდები მორფეუსისგან, რათა დაამთავროს ბრძოლა აჯანყებულებთან და საბოლოოდ განთავისუფლდეს მატრიცისგან, მაგრამ საით წავა ის? თვისება , რომელიც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისგან ანსხვავებს არის ადამიანების შესაძლებლობა ჰქონდეთ ემოციები, თუმცა აგენტი სმიტის ეს სცენა ამ განსხვავებას ეჭვ ქვეშ აყენებს. შეიძლება თუ არა რომხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად აღმოჩნდეს ადამიანის მსგავსი, ვიდრე ჩვენ ვთვლით?
რეიგანი -- საიფერი სთხოვს აგენტ სმიტს აქციოს იგი ვინმე მნიშვნელოვან პიროვნებად, გავლენიანად, თუნდაც მსახიობად. ეს მას ნამდვილად აუსრულდება მატრიცაში. ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი პრეზიდენტობამდე / პოლიტიკოსობამდე მსახიობი იყო.
მოქმედი გასასვლელი -- გასასვლელი მატრიციდან.
საიფერი -- სიტყვა ნიშნავს "ნულს". და რაღაცით მოგვაგნებს სიტყვას ლუციფერი, თანაც საიფერი მუდამ გველის ტყავისგან შეკერილ პიჯაკს ატარებს. ფილმში ის მაქსიმალურად ასახიერებს იუდას.
სვიჩი -- ერთ ერთი აჯანყებული. საერთოდ კომპიუტერები წარმოადგენენ გადამრთველების (switch) ერთობლიობას, რომლებიც იმყოფებიანმდგომარეობაში, რომელიც 0-ს და 1-ს შეესაბამება.
ლურჯი -- გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ რაელობაში მიმდინარე სცენებისაათვის ცივი, ლურჯი ფერი მიეცათ. ფილმის ოპერატორმა ბილ პოულმა აღნიშნა " რათა განვასხვაოთ მატრიცა რეალობისგან," რეალობას მისცეს უფრო ცივი, ლურჯი ელფერი, უფრო ნორმალური და ნაკლებად გულისამრევი. მომავალი ფილმში საშინლად გამოიყურება, მზე ღრუბლებს იქეთაა, ბუნებრივი სითბო აღარ არის და არის მხოლოდ ხელოვნური გათბობა, ასე რომ ფერების სიცივე გასაგებია.
ლურჯი აბი -- უცოდინრობის სიამოვნებითსავსე ცხოვრების გასაღები: წვნიანი ბიფშტექსები, წარმატებლი კარიერა და პატარ-პატარა პრობლემები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მანქანებისა და ადამიანების ბრძოლასთან. მიიღე ეს აბი და არ მოგიწევს დანგრეულ, რეალურ სამყაროზე წუხილი.
სიონი -- ზეციური ქალაქი, რომელსაც ღმერთი ებრაელებს შეჰპირდა. ადგილი სადაც ჰარმონია და განსაცვიფრებელი სილამაზე მეფობს; მდებარეობს გორის წვერზე იერუსალიმში. "მატრიცის" სიონი მკაცრად განსხვავდება ბიბლიურისგან. ის არის ადამიენებით დასახლებული ბოლო ქალაქი,რომელიც დედამიწის ბირთვთან მდებარეობს, "სადაც ჯერ კიდევ თბილა". მასთან იმდენივე იმედია დაკავშირებული რამდენიც ბიბლიურ სიონთან.
სრულყოფილი ადამიანური სამყარო -- მატრიცის პირველი ვერსია, რომელიც "ჩავარდა". მანქანებმა შექმნეს ადამიანებისთვის სრულყოფილი, ჰარმონიული სამყარო შექმნეს, თუმცა როგორც აგენტი სმიტი ამბობს "მთელი მოსავალი დაიკარგა", როგორც ჩანს ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ სიცოცხლე ტანჯვის გარეშე.
ტანჯვა -- კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ფილმი ეხება. ადამიანებმა ვერ შეძლეს სრულყოფილ სამყაროში ცხოვრება, რომელიც თავდაპირველად შექმნა მათთვის ხელოვნურმა ინტელექტმა, რადგან არ შეეძლოთ ტანჯვის გარეშე არსებობის წარმოდგენა. ბევრი ფილოსოფოსი(განსაკუთრებით ქრისტიანები, მაგ: კირკეგორი) ამ იდეაზე სულ სხვანაირად ფიქრობდა: როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთი სამართლიანად ჩათვალოს, როდესაც ადამიანი ამდენს იტანჯება? ეს ფილოსოფოსები ცდილობდნენ შეეცნოთ რეალობა, რომელიც თავის თავში ტანჯვასაც შეიცავს. "მატრიცა" ტანჯვას ადამიანური ბუნების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
მცველები -- მექანიკური არსებეი, "კალმარები"; ისინი წარმოადგენენ ძირითად საფრთხეს ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მატრიცაზე მიერთებული. მათი განადგურება მხოლოდ ელექტრომაგნიტური იმპულსითაა შესაძლებელი.
ტრინიტი -- ანდროგენური მარია მაგდალინელი. სინამდვილეში სიტყვა "სამება" ბიბიაში არ გვხვდება, თუმცა სახელ ტრინიტი ნამდვილად შეიცავს ქრისტიანულ ქვეტექსტს.
მოსავალი -- აგენტი სმიტი ასე მოიხსენიებს ადამიანებს. ნათელია რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს უბრალოდ საკვბად და ენერგიის წყაროდ თვლის.
ურწმუნო თომა -- ახალი აღთქმის პერსონაჯი რომელიც უარყოფდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, მანამ სანამ საკუთარი თვალით არ ნახა ის. ტომას (თომა) ანდერსონი იგივე სიძნელეებს განიცდის, მატრიცის რეალობის რწმენაში, თუმცა აგენტ სმიტთან შეხვედრა მას ყველა ეჭვს უქრობს.
ჰაკერი -- ყველა აჯანყებული მატრიცაში ჰაკერია; ისინი მშვენივრად ერკვევიან ციფრული ტექნოლოგიების მოტყუებაში, რაც მათ კარგ კანდიდატებად აქცევს მატრიცის წინააღმდეგ მებრძოლთა როლებისთვის.
სიონის ცენტრალური კომპიუტერი -- აგენტ სმიტს სურს მიიღოს სიონის კოდები რათა გატეხოს მიწისქვეშა ქალაქის მთავარი კომპიუტერი, გახსნას აჯანყებულთა ყველა საიდუმლო და დაამარცხოს ისინი.
ელექტრომაგნიტური იმპულსი -- ელექტრო მუხტი რომელსაც იყენებენ მატრიცის მცველების წინააღმდეგ. ეს იარაღი საკმაოდ რეალური ჩანს ფილმში, ის აქტივირდება მაშინ, როდესაც შუქთა გამა ეჯახება ჰაერის მოლეკლებს. ამ დროს იქმნება მაღალი ძაბვის იმპულსი, ორმელიც დიდ სივრცეს მოიცავს. დღესდღეიობით მართლაც მიდის საუბარი ისეთ იარაღზე, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსზე იქნება დაფუძნებული; მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება თვითმფრინავების, გემბის, ელექტროგენერატორების დასატელეფონო სისტემების გასანადგურბლად (ამ იარაღს"ჰუმანურად' მიიჩნევენ რადგან შეუძლია ერთი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და დამცავი სისტემის მთლიანად განადგგურება, დიდი ადამიანური მსხვერპლის გარეშე).პირველად ამ იარაღის შექმნაზე ამერიკელები დაფიქრდნენ, როდესაც გაიგეს რომ ბირთვული ბომბის აფეტქება გამოყოფს ელექტომაგნიტურ იმპულსს, გავრცელების დიდი არეალით. ლოგიკურია, რომ "ნაბუქოდონოორი" აღჭურვილია იარაღიტ, რომელიც ძალიან გავს ჩვენს დროში გამოგონილ იარაღებს.
მფრინავი ტყვიის ეფექტი -- როდესაც ვაჩოვსკები მატრიცას იღებდნენ მათ არ ქონდათ მფრინავი ტყვვიის ეფექტის შესაქმნელი ტექნოლოგია, თუმცა სცენები სპეციალურად ამისთვის მაინც გადაიღეს. ფილმის მონტაჟის დროს სპეცეფექტთა სპეციალისტების რამდენიმე ჯგუფმა შეძლო ეს მხატვრული ეფექტი სრულყოფილებამდე მიეყვანა, რამაც ხელი შეუწყო ფილმის პოპულარობას. (ოსკარი საუკეთესო სპეცეფექტებისთვის.)
მე სინათლეს ვხედავ -- დუკ ელინგტონის სიმღერა რომელიც პიფიას სახლში ისმის.