Monday, April 20, 2009

ძებნილი

მოკლედ ქუთაისური რეპ ჯგუფი. ძალიან კარგ ჯიგრულ ევრაზიულ რეპს აკეთებდნენ თავის დროზე. არსებობს ჯგუფი თუ არ ვცდები 1995 წლიდან. პროექტის ავტორი და შემქმნელია "შავი პრინცი" იგივე შურიკა , რომელსაც მანამდე ბევრ სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად ქონდა პროექტი , მათ შორის ბაჯუსთან. სხვათაშორის ზემოხსენებული პროექტი ძაან საინტერესოა (ნეტა რაზე იჯდნენ მაშინ? :P). ძებნილში სხვადასხვა დროს სხვადასხვა წევრები იყვნენ. ფრედი, სერგო, მასტი, სმოკი, (ამ ორი უკანასკნელის ნამდვილი სახელი არ ვიცი ). 2000 წლამდე ძაან ბევრი საინტერესო ტრეკი ჩაწერეს .. და ამ პერიოდში ჩაიწერა კიდეც ალბომი "დაამტვრიე როკი", რომელიცჩემი აზრით ქართული რეპში ერთადერთი ნათელი წერტილია. ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა ტრეკ "ჩემი ძმების" მერე .. და პოპულარობის აწევავსთან ერთად შემოქმედება უკან წავიდა :). ბოლოს რაღაც მოხდა და "შავი პრნცი " ჯგუფიდან წავიდა.აქ დავდებ 2002 წლის ალბომს (ბოლო ნორმალური ალბომი ამ ჯგუფის ჩემი აზრით) "იძებნება შავი პრინცი", სადაც არის შესული ძველი და საკმაოდ საინტერესო და კარგი ტრეკები: "შიმშილი" , "მგზავრი" , "გიჟთან გიჟი" და ა.შ. ასევე ამ ალბომში შედის იმ დროს ძაან გაჰიტებული ტრეკი "შენ ხარ კენტი" :). მოკლედ გადმოწერეთ და ნახეთ :)

ძებნილი - იძებნება შავი პრინცი

http://www.link.ge/file/239223/zebnili.rar.html


ტრეკლისტი:

*ინტრო
*ქუჩის ბიჭი
*შიმშილი
*შავი პრინცი
*ბაბე
*გიჟთან გიჟი
*ბაბე(remiX)
*შენ ხარ კენტე(FT გუჩი)
*მოდი გოგო(FT გუჩი)
*ყავისფერი მეგობრები
*მგზავრი(remiX)

No comments:

Post a Comment